logo_geo
eng_logo
პარლამენტმა საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
- +

14 ივნისი. 2023. 00:34

 

 

პარლამენტმა საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკითხი საპარლამენტო სესიაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ წარადგინა. პაატა კვიჟინაძის თქმით, მომავალ წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი 68 მილიონ 733 ათასს ლარს შეადგენს.

 

„2024 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება განსაზღვრულია 146 მლნ 203 ათასი ლარის, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024 წლის ბიუჯეტი - 20 მლნ 107 ათასი ლარის ოდენობით“-განაცხადა პაატა კვიჟინაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

 

ეს საკითხი სესიამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი განიხილავს და დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომდევნო წლის ბიუჯეტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner