logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: „ოცნება“ თავის ერთგულებს ნიშნავს თანამდებობებზეო... აბა, ვისი ერთგულები უნდა დანიშნოს?!
- +

14 ივნისი. 2023. 10:42

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი კინოცენტრში ბაჩო ოდიშარიას დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ეს ბიჭი (ბაჩო ოდიშარია) კინოცენტრში გაუმწესებიათ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

***

არ ვიცი, არ ვიცნობ და ვერც იმას ვიტყვი, ჭკვიანური გადაწყვეტილებაა თუ არა (ცუდი არ უნდა იყოს), მე ამჯერად მხოლოდ ერთმა თავხედურმა ფაქტმა „შემაშფოთა“ - კინოცენტრში ჩაბუდებულმა ნაც-გიენებმა და ევროპიელი პენსიონერების დაქირავებულმა კორესპონდენტებმა ორი ბრალდება წაუყენეს:

 

  1. თურმე, ოდიშარია არის მმართველი პარტიის მომხრე და პროპაგანდისტი!
  2. თურმე, მას უნდა უტყდებოდეს, რომ შალვა რამიშვილთან მუშაობს და არ აქვს უფლება, რამე თანამდებობა დაიკავოს!

 

სხვათა შორის, ბოლო დროს ხშირად მესმის ხოლმე „ფრთიანი“ ფრაზა - არ გიტყდება, შალვა რამიშვილთან რომ მუშაობ?!

 

***

არნახული თავხედობა და ვირეშმაკობა!

 

დიახ... ხშირად ვამბობ და გავიმეორებ: როგორც ცხონებული თამაზ წივწივაძე ამბობდა, „ნაცი“ შინაგანი და გარეგანი თვისებებით ძალიან ჰგავს დაღვრილ ზეთს, რომელიც ყველა ღრიჭოში იღვენთება, ყველა ჭუჭრუტანაში აღწევს.

 

ნაცს“ უნდა, ყველგან თვითონ იყოს, ყველა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო უწყებას მატლივით შიგნიდან ღრღნიდეს და ჭამდეს - ასე იყო და მგონი დღესაც ასეა მწერალთა სახლი, ე.წ. ქართული მწერლობა... ასე იყო და ალბათ დღესაც ასეა ე.წ. ქართული კინო, ქართული მუზეუმები, საგამოფენო დარბაზები... ძეგლთა დაცვა თუ არქეოლოგია, სადაც გიულ-დედულის მეგობრის ოჯახი გახლდათ ჩაბუდებული - იულონ გაგოშიძე უკვე ისე იყო „გაბლატავებული“, ჯერ არდაბადებულ შვილთაშვილსაც კი ადგილს უნახავდა, ოდესმე გაჩნდება, გაიზრდება და სამსახური ექნებაო.

 

ყველა უწყებას ვერ ჩამოვთვლი, „ნაცები“ ყველგან არიან, ყველგან იღვენთებიან და ყველგან აღწევენ. მათი შეკავება ხშირად შეუძლებელია, რადგან რაღაც პერიოდი ფერსაც იცვლიან, ფორმასაც და სუნსაც. პრინციპში უსიამო სუნი ყოველთვის ასდით, მაგრამ ზოგჯერ მაგის დამალვასაც ახერხებენ  და გეტენებიან, როგორც მომხრეები, ერთგულები, თაყვანისმცემლები... ხშირად ისე აღწევენ შენს არეალში, შეიძლება მართლა ერთგული მეგობრები გაგარიყინონ!

 

***

აბა, ნახეთ... როგორც კი თეა წულუკიანმა წაბილწული სტრუქტურების გასუფთავება დაიწყო, ეგრევე აწკავწკავდნენ, მინისტრი რეპრესიებს „ანხორციელებსო“!

დიახ, ეს რეპრესიებია, რადგან ლაშა ბუღაძისა და ტორესა მოსის „შედევრების“ ბეჭდვას აღარ აპირებსო... რადგან იულონ გაგოშიძის არქეოლოგიური „იმპერია“ დაანგრიაო... „ნაცური“ გაგება ამოძირკვაო... ახლა „ნაცურ“ კინოს და შეგნებას მიადგაო!

 

***

ეგე, ახლა ოდიშარია მოგვიჩინაო... ეგ ხო „ოცნების“ პროპაგანდისტიაო? კინოსთან რა შეხება აქვსო? კინომცოდნე ყოფილა, რა შეხება უნდა ჰქონდეს? ისე ლაპარაკობენ, გეგონება თვითონ ათასგზის ოსკაროსნები არიან, ყავის სმის მეტი არაფერი გაუკეთებიათ!

 

არა, შეიძლება ეს კარგიც კი იყოს, რათა ამ ხელისუფლებამ ბოლომდე აჩვენოს თავისი სახეო! - წიკვინებდა ვიღაც „ნაცპრაშმანდოვკა“ ტელევიზორში.

 

კი, მაგრამ... როდესაც მე ვარ ხელისუფლებაში, რატომ უნდა დავნიშნო თუნდაც კინოცენტრში და თუნდაც ნებისმიერ ცენტრში შენი მომხრე, ანუ ამ ქვეყნის მტერი, მავნებელი და ჭია-ღუა?!

 

ახლა პარლამენტში დიდი ბჭობა და კამათი მიდის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაზე... გამოკუნტრუშდება ხოლმე კუპონა რომან გოცირიძე და... ისაო, ამ ხელისუფლებას უნდა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტად თავისი კაცი დანიშნოსო.

 

ჰა, ჰა, ჰა!

 

რომან, შე იმნაირო, აბა, ვისი კაცი უნდა დანიშნოს ამ ხელისუფლებამ, მიშასი, გიულ-დედულასი, თემო ალასანიასი, მერაბიშვილისა თუ კეზერაშვილისა? იქნებ ჭუტასი ან მამუკისი?

 

შენ რომ დაგნიშნეს წინა ცხოვრებაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტად, ვისი იყავ, ვის უძვრებოდი ტრაკში?!

 

***

ბიჯოოოო... ამათ თაღლითობასა და ვირეშმაკობას არა აქვს „სამზღვარი“ - თავიანთ კაცებს რატო ნიშნავენ, ეგ რანაირი დემოკრატიააო?

 

არადა... რაც კაცობრიობა დაარსდა, სუ ეგრეა - პირველყოფილები სანადიროდ სანდო მეგობრებთან ერთად მიდიოდნენ... ომშიც იგივენაირად იქცეოდნენ - შუბებს, ჯოხებსა და ქვებს სანდო კაცს აბარებდნენ... ასევე იყო შემდეგ - გერმანულ ბარბაროსებში, წინწასულ რომაელებში, განსწავლულ ბერძნებში, არაბებსა და მონღოლებში, ბიზანტიელებში, ოსმალებსა და სპარსელებში... ასეა დღესაც მთელ დუნიაზე და მხოლოდ ჩვენთან ისმის ჯღნავილი, ესენი თავიანთ ერთგულებს რატომ ნიშნავენო?!

 

***

რაღა დაგიმალოთ და... ეს ხელისუფლება პერიოდულად წამოეგება ხოლმე ამათ პროპაგანდას და „ნარატივს“, ზოგჯერ ისეთ მამალ „,ნაცს“ დანიშნავენ კაი თანამდებობაზე, თვეობით პირები გვრჩება დაღებული.

 

ამ თემას სხვა დროს ჩავუღრმავდები, როგორც არაერთხელ ჩავღრმავებივარ, თანაც არჩევნები ახლოვდება და ვიცი, ბევრი მოღალატე დაიწყებს კუდის მოქნევას.

 

აი, თუნდაც ჩვენი პრეზიდენტი არ არის ნაცი, გნაცი და შმაცი? არის, მა რა ეშმაკია?!

***

 

და ბოლოს... შალვა რამიშვილთან რო მუშაობ, არ გიტყდებაო?!

 

მაიცადეთ და... ჭუტას უბორნიაში ჯდომა არ უტყდებათ... კვესიტაძის სტუდიაში ჯდომა არ უტყდებათ... გიულ-დედულას კალთებქვეშ ძრომიალი არ უტყდებათ... გია ბუღაძის ჯღნავილის მოსმენა არ უტყდებათ... ტორესას „შედევრების“ კითხვა არ უტყდებათ, ლევანა ბერძენიშვილის ფანობა არ უტყდებათ (რომელი ერთი ჩამოვთვალო? ბევრი ხლამია ამ ქვეყანაში!) და რამიშვილს განა რა ცოდვა აწევს ასეთი?!

 

***

არა, ყველაზე მაგარი მაინც ის არი... „ოცნება“ თავის ერთგულებს ნიშნავს თანამდებობებზეო... თქვენი ყველაყისამ, აბა, ვისი ერთგულები უნდა დანიშნოს?!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner