„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი კოპაძემ შეხვედრები გამართა ადიგენის რაიონის სოფლების - აბასთუმნის, ქიქინეთის, წახნის, საღრძის, ხარჯამისა და ვარხნის მოსახლეობასთან.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე, C ჰეპატიტის პროგრამის მნიშვნელობასა და საყოველთაო ჯანდაცვის ხელშეწყობაზე ისაუბრა.
„ჩვენი ამოცანაა სოფლად გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა და ადგილზე მოსახლეობას შევუქმნათ ცხოვრების უკეთესი პირობები", - განაცხადა გიორგი კოპაძემ.