logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ხელისუფლების „აყირავების“ ოპერაციაში აშშ-ის საელჩოს როლი განსაკუთრებით თვალსაჩინოდ გამოიკვეთა აქციების დროს, როდესაც დაფიქსირდა მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ჩართულობა
- +

14 ივნისი. 2023. 12:02

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქართულ პოლიტიკაში აშშ-ის უარყოფითი გავლენის შესახებ ანალიზს აქვეყნებს.

 

როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ხელისუფლების „აყირავების“ მცდელობა არაერთხელ გამომჟღავნდა.

 

„ხელისუფლების „აყირავების“ ოპერაციაში აშშ-ის საელჩოს როლი განსაკუთრებით თვალსაჩინოდ გამოიკვეთა 2022 (ივნის-ივლისი) და 2023 წლის (მარტი) აქციების დროს, როდესაც პირდაპირ დაფიქსირდა მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების როგორც ჩართულობა, ასევე - მათთვის ინსტრუქტაჟის გაცემის ფაქტები (დეტალებს აღარ მივყვებით, ანალოგიური პროცესი ვითარდებოდა 2014 წელს უკრაინაშიც, სადაც ვიქტორია ნულანდი წყვეტდა, თუ ვინ უნდა „გაიწიოს“ ოპოზიციიდან და ვინ დარჩეს - მარტის აქციების დროს დაგვიფიქსირდა მსგავსი პროცესი, როცა აქციაზე გახარია-ლომჯარია მიიყვანეს).

 

სეგმენტარულ/სექტორალურ დონეზე, აშშ-ის ჩართულობა „აყირავების“ პროცესებში ყველაზე მკაფიოდ გამოაშკარავდა: სასამართლო სისტემაში: მოხდა მოსამართლეების პირდაპირი დასანქცირება. საელჩო წლების განმავლობაში ცდილობდა მოეხდინა აღნიშნული ინსტიტუტის „დასაკუთრება“, ისე როგორც ეს გააკეთა უკრაინაში, თუმცა ვერ მოახერხა ჩვენთან (იყო არაერთი პირადი კომუნიკაციაც მოსამართლეებთან), რის შემდგომაც მოსამართლეები სამაგალითოდ დასაჯა და იმედოვნებს, რომ ხსენებული ფაქტი გამოიწვევს ინსტიტუციონალურ შიდა დაპირისპირებას; ბიძინა ივანიშვილის საქმე: როგორც ამას უკრაინული „ქეისიდან“ ვხედავთ, ამერიკული მხარე ძალიან აქტიურად იყენებს ფულით შანტაჟს. ანალოგიური პროცესი გვაქვს ამ შემთხვევაშიც, როდესაც ივანიშვილი ვერ ახერხებს წვდომის მიღებას საკუთარ ფინანსებზე;

 

ანტიკორუფციული ბიურო: უკრაინის მაგალითიდან შეგვიძლია დავინახოთ, თუ როგორ ეფექტურად იყენებს აშშ ხსენებულ ინსტრუმენტს, შესაბამისად, საქართველოშიც იყო არაერთი მცდელობა შექმნილიყო მსგავსი ბიურო (ეს მოთხოვნა შევიდა ევროკავშირის 12-პუნქტიან დათქმებში). აქაც სურდათ საკუთარ კონტროლს დაქვემდებარებული ერთიანი ორგანიზაციის ჩამოყალიბება. აშშ-ის საელჩო უპრობლემოდ აძლევს ვიზებს ხსენებულ მიმართულებაზე მომუშავე პირებს და ფინანსურად აქტიურად უჭერს მხარს შესაბამის პროფილურ არასამთავრობო ორგანიზაციებს; ცესკო: 2020 წლიდან დაწყებული, აქტიურად სთავაზობდნენ დახმარებას „ცესკოს“ - ჰყავდათ საკუთარი პროგრამისტები და სურდათ მათი ჩანერგვა ორგანიზაციაში (ეთქვათ არაერთი უარი, თუმცა მცდელობები არ მოუკლიათ). ამჟამადაც მოსალოდნელია, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის გაგრძელდება ამ კუთხით მასზე ზეწოლის მცდელობები; „გამსვლელი პოლიტიკური პაიკი“: ასევე, ვვარაუდობთ, რომ სწორედ ამერიკული მხარე დგას გიორგი გახარიას უკან, რომელიც აქტიურად „გატესტეს“ მარტის აქციების დროს. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აშშ-ში ვიზიტის შემდგომ დაიწყო მან ხელისუფლების აქტიური კრიტიკა, ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დადანაშაულება რუსეთთან თანამშრომლობაში და ოპოზიციურ მედიაარხებზე ინტერვიუებზე სიარული (მათ შორის, მას ხშირად პატიჟებენ ამერიკულ გრანტებზე მყოფი მედიასაშუალებები - მაგალითად, „რადიო თავისუფლება“, რომელიც გამალებული „ათეთრებდა“ მარტის აქციების ვანდალებს); იდეოლოგიური დამუშავება: ამ მიზნით შექმნილია არაერთი აკადემია თუ კლუბი, რომელიც ეწევა ახალგაზრდების დამუშავებას (მაგალითად: „ფრანკლინის კლუბი“, „მომავლის აკადემია“, „მარგარეტ ტეტჩერის კლუბი“, „გირჩის“ კლუბები). თითოეული მათგანი ორიენტირებულია სამოქალაქო აქტივისტების ზრდაზე, რომლებიც დაშორებული იქნებიან იმ ღირებულებებს, რაზეც, ზოგადად, დგას მმართველი პარტია და ქართული საზოგადოება (ხსენებულ აკადემიებში ასწავლიან ქვეყნის ისტორიის თავისებურ ინტერპრეტაციას). ხსენებული ინსტიტუტებისა და მათი ორგანიზაციების მიერ წარმოებული პროპაგანდა თუ სემინარები უშუალოდ ფინანსდება აშშ-ის მიერ (იქ ასწავლიან რევოლუციური სცენარების წარმატებით დასაგვირგვინებლად საჭირო უნარებს);

 

არასამთავრობო სექტორი: ყველაზე მძლავრი ქსელი, რომელიც იმყოფება აშშ-ის განკარგულებაში. ისინი დაკავებული არიან ხელისუფლების დისკრედიტაციითა და ამერიკული ვერტიკალისთვის ხელსაყრელი მოქმედებების საფუძვლის შექმნით, ხელს უწყობენ დამკვეთისთვის სასურველი გარემოს ფორმირებასა და მოვლენათა განვითრების საჭირო მოდელირებას (რაც კარგად გამოჩნდა მარტის აქციების დროს, როდესაც ე.წ. ლიბერალურ კლუბებთან ერთად, შეიქმნა მძლავრი საპროტესტო მუხტი). დაწვრილებით სახელებით, გვარებით, ბიოგრაფიის საინტერესო მომენტებით, ჩვენ ამ პუნქტებს უახლოეს მომავალში განვიხილავთ“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner