„BBC"-ის ცნობით, სირიის თავისუფალი არმიის მებრძოლებმა თურქეთის სატანკო ქვედანაყოფების დახმარებით ქალაქ ალეპოს ჩრდილოეთით მდებარე 10 სოფელი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" გავლენისგან გაათავისუფლეს და აღნიშნულ ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარეს.
გათავისუფლებული სოფლები ქალაქ ალ-რაის აღმოსავლეთ და სამხრეთ ტერიტორიებს ემეზობლება. სირიის თავისუფალი არმიის მებრძოლებმა ეს ქალაქი დაეშთან რამდენიმეთვიანი წინააღმდეგობის შემდეგ დაიბრუნეს.
ამბოხებულების ინფორმაციით, მათი მიზანი ალ-რაის აღმოსავლეთით მდებარე ყველა სოფლის გათავისუფლებაა, რომლებიც ქალაქ ჯარაბლუსამდე მდებარეობენ.