logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონული და გლობალური გამოწვევები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა განვიხილეთ
- +

14 ივნისი. 2023. 13:23

 

 

„ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა განვიხილეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

 

მთავრობის მეთაური ბელგიის სამეფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

 

„ძალიან კარგი საუბარი შედგა ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან ალექსანდერ დე კროოსთან. განვიხილეთ რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის ბელგიის სამეფოს მადლობელი ვართ“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 https://twitter.com/gharibashvilige/status/1668903577736171520?s=46

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner