ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მერიის მორიგ სხდომაზე ახალ პროექტებსა და ინიციატივებზე ისაუბრა.
„დაბა გომისმთის განვითარების გეგმის შემუშავება მთავრობასთან თანამშრომლობით, დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ საზოგადოებას. თანამოქალაქეებს დავპირდით, რომ გომისმთა მომავალში თანამედროვე და კომფორტული კურორტი იქნება - ვთქვით, რომ ამისათვის შევიმუშავებდით გეგმას, შევაჩერებდით ქაოტურ მშენებლობებს და მოვაწყობდით ახალ ინფრასტრუქტურას. პირობას შევასრულებთ და უახლოეს პერიოდში გეგმას დასამტკიცებლად საკრებულოს წარვუდგენთ,“ - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
ოზურგეთის მერმა, ასევე მოუწოდა მოსახლეობას ნებისმიერი სახის უკანონო სამშენებლო სამუშაოების თავშეკავებისგან.
„მნიშვნელოვანია, რომ კურორტის განვითარება მოხდეს გონივრულად, თანმიმდევრულად, საზოგადოების და თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვით და მომავლის წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით. ამისათვის, ვთხოვთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის უკანონო სამშენებლო სამუშაოებისგან,“ - აღნიშნა თალაკვაძემ.