ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მერიის სხდომაზე ოპოზიციას უპასუხა, რომლებსაც დაკარგული აქვთ დემოკრატიული ოპონირების უნარი და დესტრუქციით არიან დაკავებულნი.
„მინდა აქვე ვუპასუხო ოზურგეთში, წინა წლების განმავლობაში კომფორტის და პირადი ინტერესების გამო გაჩუმებულ ოპოზიციას, რომელსაც დაკარგული აქვს დემოკრატიული ოპონირების უნარი და დესტრუქციით, აგრესიით ცდილობს, თავის დამკვეთებს და უფროსებს თავი მოაწონოს - როცა ბრიფინგებს ატარებთ, მიაქციეთ ყურადღება, უკან რა ჩანს; როცა პრობლემებზე ახლა ალაპარაკდით, საქმის კეთება რომ დავიწყეთ - დააგვიანეთ; როცა ყვირით - ყელს გაუფრთხილდით. ეს სამი შენიშვნა მექნება ამ ეტაპზე. სუსტები ხართ, უკეთ მოემზადეთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.