კასპში, გორგასალის ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა დაათვალიერეს.
1003 გრძივი მეტრი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, შპს „ენ-დი როუდი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 758 737 ლარია.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
„გორგასალის ქუჩაზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, მოსახლეობა კი გადაადგილებას მალე მოწესრიგებული ქუჩით შეძლებენ“, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.