logo_geo
eng_logo
ქალაქ კასპში გორგასალის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

14 ივნისი. 2023. 15:11

 

 

კასპში, გორგასალის ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა დაათვალიერეს.

 

1003 გრძივი მეტრი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, შპს „ენ-დი როუდი“ ახორციელებს და  მისი ღირებულება 758 737 ლარია.

 

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

„გორგასალის ქუჩაზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, მოსახლეობა კი გადაადგილებას მალე მოწესრიგებული ქუჩით შეძლებენ“, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner