logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ბევრი ქვეყანა დარწმუნდა იმაში, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის, რადგან პირობების შესრულება დაინახა - ახლა ბურთი ევროკავშირის მხარეს არის
- +

14 ივნისი. 2023. 16:03

 

 

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბელგიაში ვიზიტი ჟურნალისტებთან შეაფასა.

 

მისი თქმით, პრემიერისა და საპარლამენტო დელეგაციის ხშირმა ვიზიტებმა ევროკავშირის სახელმწიფოებს დაანახა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად მზად არის, რადგან ყველა პირობა შეასრულა.

 

„მას შემდეგ, რაც პრემიერი და საპარლამენტო დელეგაცია თითქმის ყოველკვირეულად ჩადიან ბრიუსელსა და ევროპის სახელმწიფოების სხვადასხვა დედაქალაქში, ევროკავშირის უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა დარწმუნდა იმაში, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის, რადგან საქართველოს მხრიდან პირობების შესრულება დაინახა და ამასთან დაკავშირებით, მხარდაჭერაც კი აღუთქვა. ასევე, დარწმუნდნენ იმაში, რომ წინა წლის გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მიუნიჭებლობასთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით უსამართლო იყო. რეალურად, ახლა ბურთი ევროკავშირის მხარეს არის“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner