logo_geo
eng_logo
ავთანდილ თალაკვაძე: პროგრამის „ოზურგეთის ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში მრავალბინიანი კორპუსების პროექტები შემუშავდა
- +

14 ივნისი. 2023. 16:15

 

 

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მერიის მორიგ სხდომაზე ახალ პროექტებსა და ინიციატივებზე ისაუბრა.

 

„მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, ჩვენი გუნდის მიერ ინიცირებული ახალი პროგრამის „ოზურგეთის ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში, რომელიც ოზურგეთის იერსახის განახლებას მოიცავს, ქალაქ ოზურგეთში მოეწყობა გამოფენა. გამოფენაზე წარმოგიდგენთ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების განახლების პროექტებს. რადგან ეს თქვენს ბინებსა და საცხოვრებელ კორპუსებს ეხება. ნამუშევრები 1 კვირის განმავლობაში გამოფენილი იქნება მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება გაეცნოს და  დააფიქსიროს თავისი მოსაზრება შესარჩევი პროექტების შესახებ“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner