„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის მიერ პარლამენტში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად უპირისპირდებიან.
როგორც სამხარაძე წერს, მამუკა მდინარაძე ღირსეული და სიმართლის მთქმელი ადამიანია, რომელიც მისივე თქმით, ყველას საკადრის ადგილს უჩენს:
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, წითლიძის გადაღებული ვიდეო თუ გამომადგებოდა. მერამდენე შემთხვევაა, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდნენ მამუკა მდინარაძის შესაძლებლობებში, რომ არასდროს არ ეშლება სიტყვა-პასუხი, საქციელი და ნებისმიერ შემთხვევაში ყველას როგორ უჩენს საკადრის ადგილს! ეს რაც გადაიღო და ამ ვიდეოში ჩანს, დანარჩენი ხომ წარმოგიდგენიათ. აი, ასეთი ღირსეული და სიმართლის მთქმელი აღმასრულებელი მდივანი გვყავს!“, - წერს დიმიტრი სამხარაძე ფეისბუქზე.