logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: დღეს ნაცსექტანტმა ქრისტინე ტალახაძემ ისპეკულანტა შშმ შვილით, შეიპარა პარლამენტში და რადიკალების დავალებით იაფფასიანი პროვოკაცია მოაწყო სხდომათა დარბაზში
- +

14 ივნისი. 2023. 16:49

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს ადამიანობა დიდი ხანია დაკარგული აქვს. სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა უჯიშოების სექტა, სადაც უკადრებელს კადრულობენ,“ - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს, სადაც შშმ ბავშვის მშობელმა, ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო ბანერი გადმოფინა.

 

აბაშიძის თქმით, შშმ ბავშვები მიწვეული იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, რითიც ტალახაძემ ისარგებლა და რადიკალების დავალებით სხდომათა დარბაზში პროვოკაცია მოაწყო.

 

მისივე განცხადებით, ამ ქმედებას მხოლოდ ადამიანობა დაკარგული პირები მოიწონებენ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს ადამიანობა დიდი ხანია დაკარგული აქვს. სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა უჯიშოების სექტა, სადაც უკადრებელს კადრულობენ. დღეს, ნაცსექტანტმა ქრისტინე ტალახაძემ ისპეკულანტა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილით, შეიპარა პარლამენტში და რადიკალების დავალებით იაფფასიანი პროვოკაცია მოაწყო სხდომათა დარბაზში. და ვინ მოუწონებს ამ მარაზმს? რასაკვირველია, უსამშობლო, ადამიანობადაკარგული, თვითდაბნელებული ნაცსექტანტები. ამაზრზენი და სამარცხვინოა ქრისტინე ტალახაძეს ქალი და დედა ერქვას,“ - წერს გია აბაშიძე ფეისბუქზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner