logo_geo
eng_logo
ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთში საინვესტიციო შეთავაზებები იწყება ბიზნესისა და ინვესტორებისთვის
- +

14 ივნისი. 2023. 16:59

 

 

„ოზურგეთში საინვესტიციო შეთავაზებები იწყება ბიზნესისა და ინვესტორებისთვის, სადაც წარმოდგენილი იქნება ობიექტები, ბიზნესის შემდგომი განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობით“, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„ვიწყებთ საინვესტიციო შეთავაზებების მომზადებას ბიზნესის და ინვესტორებისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ აქტივებზე, უძრავ ქონებაზე და პოტენციურ ახალ კერძო სერვისებზე. ეს საშუალებას მოგვცემს შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, დავასაქმოთ მეტი ადამიანი და გავზარდოთ ოზურგეთის ეკონომიკა. ინვესტორებისათვის შეთავაზებული იქნება ობიექტები, ბიზნესის შემდგომი განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობით,“- აღნიშნავს მერი.

 

როგორც მერიის სხდომაზე ავთანდილ თალაკვაძემ აღნიშნა, საინვესტიციო შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია განთავსდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ.გვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner