„ვზრდით აქტივობას კულტურის და ტურიზმის მიმართულებითაც: ვგეგმავთ სხვადასხვა ფესტივალის ჩატარებას. კერძოდ, ივლისის თვე დაეთმობა ჩაის ფესტივალსა და ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს „ჩვენ მშვიდობა“. ვუმასპინძლებთ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებს“, - განაცხადა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.
ავთანდილ თალაკვაძის თქმით, ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით ასევე, იგეგმება ქალთა ტურნირის ჩატარება სამაგიდე თამაშებში, სადაც გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცემათ.