logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: შშმ ბავშვის დედობა არაა ინდულგენცია, როდესაც პარლამენტში გიწვევენ და შენ ამას ბინძური პოლიტიკური პროვოკაციისთვის იყენებ, იქ უკვე ფსკერი გარღვეული გაქვს, როგორც მოსალოდნელი იყო, ის ქალი ნაცაქტივისტი აღმოჩნდა
- +

14 ივნისი. 2023. 17:39

 

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება, სადაც შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში მისულმა ერთ-ერთი შშმ ბავშვის მშობელმა საპროტესტო ბანერი გადმოფინა.

 

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, შშმ ბავშვის დედობა არაა ინდულგენცია. როდესაც პარლამენტში გიწვევენ და შენ ამას ბინძური პოლიტიკური პროვოკაციისთვის იყენებ, იქ უკვე ფსკერი გარღვეული გაქვს.

 

მისივე თქმით, რუბლების თემას ასე იმიტომ აწვებიან, რომ სურთ, ამით მაინც გადაფარონ მათი ერთ-ერთი ლიდერისთვის რუსეთიდან მომდინარე რუბლების უშრეტი წყარო.

 

„რაც უფრო მეტ და უფრო ამაზრზენ იმის მსგავს პერფორმანს-პროვოკაციებს მოაწყობენ, რაც დღეს პარლამენტში ვიხილეთ, მით უფრო მეტ წითელ ხაზებს გაავლებენ დანარჩენ საზოგადოებასთან და ჩაიხარშებიან თავიანთ ბინძურ ქვაბში. შშმ ბავშვის დედობა არაა ინდულგენცია. როდესაც პარლამენტში გიწვევენ და შენ ამას ბინძური პოლიტიკური პროვოკაციისთვის იყენებ, იქ უკვე ფსკერი გარღვეული გაქვს. როგორც მოსალოდნელი იყო, ის ქალი ნაცაქტივისტი აღმოჩნდა. რატომ აწვებიან ასე რუბლების თემას და აფრიალებენ წინ და უკან, იმიტომ რომ სურთ ამით მაინც გადაფარონ მათი ერთ-ერთი ლიდერისთვის რუსეთიდან მომდინარე რუბლების უშრეტი წყარო. მეორე მხრივ, სულ უფრო იმატებს მათი მხრიდან აგრესია და მგონი დროა საზოგადოება გამოფხიზლდეს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner