„ქვეყანას აქვს ერთადერთი მიმართულება და ერთადერთი სწორი გზა, ეს არის საქართველოს წევრობა - ევროკავშირში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დღეს ხელს უშლის საქართველოს, რათა არ გახდეს ევროკავშირის წევრი, ყველანი არიან - საქართველოს მტრები”, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის შესახებ.
როგორც ლატარია აღნიშნავს, პრემიერი დილიდან საღამომდე იბრძვის ევროპული მომავლისთვის და ეს ნაძირლები აქვეყნებენ 2021 წლის Fake ჩანაწერებს...(არც შინაარსი მაინტერესებს და არც სხვა ბევრი რამ), რადგანაც ევროკავშირში უნდა შევიდეს საქართველო და არა რომელიმე კონკრეტული პარტია.
„ჩემს ქვეყანას აქვს ერთადერთი მიმართულება და ერთადერთი სწორი გზა, ეს არის საქართველოს წევრობა - ე ვ რ ო კ ა ვ შ ი რ შ ი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დღეს ხელს უშლის საქართველოს რათა არ გახდეს ევროკავშირის წევრი, ყველანი არიან - საქართველოს მტრები.... ვგიჟდები რა, მაშინ, როდესაც ჩემი ქვეყნის პრემიერი დადის კარდაკარ და ევროპულ სახელმწიფოებში ჩემს სამშობლოს იცავს კბილებით და ყველას აცნობებს იმ გზას და იმ პერსპექტივებს რომელიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია და ამ დროს, პარალელურად, მავანნი 2021 წლის რაღაც ჩანაწერებს აქვეყნებენ (რომელიც დარწმუნებული ვარ რომ არის Fake) - ამას ჰქვია მტრობა. ,,ქართული ოცნება" არის ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ძალა და პრემიერის სახით, ჩვენ გვყავს ის ხელისუფლება, რომელიც იცავს საქართველოს როგორც სუვერენულ სახელმწიფოს და რაც მთავარია, ყველას ანახებს რომ ჩვენ ვართ იმ დიდი ოჯახის წევრები რასაც ჰქვია ევროპა, უბრალოდ ამისთვის საჭიროა რომ ევროპამაც რაღაცები დაინახოს.... ნერვები მაქვს წკიპზე , ასე რამ შეგაძულათ ეს ქვეყანა, რომ 24 საათი ცდილობთ გვავნოთ ყველას და საქართველოს შეუქმნათ პრობლემა და ევროკავშირის სტატუსიც კი არ მოგვცენ... აზრზე ხართ რამხელა სიბოროტესთან და როგორ ქართულმოძულე ხალხთან გვაქვს საქმე?
- პრემიერი დილიდან საღამომდე იბრძვის ჩვენი ევროპული მომავლისთვის და ეს ნაძირლები აქვეყნებენ 2021 წლის Fake ჩანაწერებს...(არც შინაარსი მაინტერესებს და არც სხვა ბევრი რამ), რადგანაც ევროკავშირში უნდა შევიდეს საქართველო და არა რომელიმე კონკრეტული პარტია - ეს ქვეყანა არის ჩვენი, ხელისუფლება კი ყოველთვის იცვლება და ამიტომაც ვარ ასეთი თამამი განცხადებებში, რომელსაც ბოლოჯერ ვიმეორებ: ...... საქართველოს ეკუთვნის იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და რაც მთავარია, ევროპასთან ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ და ეს როდის ხდება? მაშინ, როდესაც ქვეყანას მართავს ქართული ოცნება ! ეს ყველაფერი არის ფაქტი, სხვა დანარჩენი კი - ლირიკაა... ფუ, მიმიფურთხებია თქვენი ქართველობისთვის, 24 საათი იბრძვით იმისთვის, რომ ევროპამ უარი გვითხრას და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლები ხართ თქვენ, მოსკოვიდან ხელფასს აღებული ლიაკა და მისნაირი შპანა - მოღალატეებო, ქართველთმოძულენო, აუცილებლად, აუცილებლად ყველას მოგეთხოვებათ.. ჩემი შვილი აუცილებლად იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე და მინდა დაიმახსოვროთ, რომ მე პირადად გავაკეთებ ყველაფერს, რათა ჩვენი შვილების თაობამ გაიგოს, თუ ვინ ცდილობდა საქართველოსთვის ხელი შეეშალათ იმ ოჯახში დაბრუნებისთვის, რასაც ე ვ რ ო პ ა ჰქვია...”- წერს ირაკლი ლატარია ფეისბუკზე.