logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ დღეს ევროკომისიას, ევროკავშირს რომ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, ოღონდ სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით
- +

14 ივნისი. 2023. 20:40

 

 

„ძალიან კარგად გვესმის, რა ემართება ამ თუ იმ ევროპულ სტრუქტურას, ორგანიზაციას, რომელსაც თამაშის წესებს და სცენარს უწერენ სულ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ ისაუბრა.

 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ეს 12 -პუნქტიანი გეგმა არა საქართველოს  საკეთილდღეოდ შემოიღეს,არამედ ეს არის ხაფანგი, რომელიც ევროკავშირში აშშ-ს მოქმედმა ადმინისტრაციამ შემოაგდო.

 

„საკუთარ მახეში, ხაფანგში გაება სიტუაცია და გაება თავად ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ ვაკვირდებით ამ სიტუაციას და საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ისევ ფილმ „ცისფერ მთებს“ დავუბრუნდები, ყველას გვახსოვს - „იროდიონისთვის განკუთვნილი მივლენების თანხები, შემთხვევით როგორ მოხვდა მოწვეული სტუმრების ბატონ ვარდანის და ევგენის უწყისში“, რომლებმაც მიიღეს შეცდომით ის, რაც ეკუთვნოდა შარშან საქართველოს. ეს ყველამ გაიგო. ეს ძალიან კარგად იციან ევროკომისიების დონეზე. ამის შესახებ, ბრწყინვალედ იცის ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, ჩვენმა მეგობარმა და ობიექტურმა პიროვნებამ ოლივერ ვარჰეიმ. ამიტომ ძალიან რთულად გამოსასვლელი ვარიანტია. ალბათ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ევროკომისიას. ბოლომდე მაინც სახე არ ჩამოირეცხოს, ცოტა ნორმალურად გამოვიდეს სიტუაციიდან. ჩვენ როგორც პარტნიორი და მეგობარი უნდა დავუდგეთ გვერდში. ძალიან კარგად გვესმის, რა ემართება ამ თუ იმ ევროპულ სტრუქტურას, ორგანიზაციას, რომელსაც თამაშის წესებს და სცენარს უწერენ სულ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ამის შესახებ ღიად საუბრობენ ევროკავშირის წევრი წამყვანი ქვეყნების პრეზიდენტები, თავად ევროსაბჭოს პრეზიდენტი და ა.შ.. მე ახლა ახალს ხომ არაფერს ვიძახი. პირდაპირ აბრალებენ აშშ-ს და ასწავლიან მათ, - რით განსხვავდება პარტნიორული ურთიერთობები ვასალური ურთიერთობებისგან. ეს ვასალური ურთიერთობა და დამოკიდებულება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბატონმა გურამ მაჭარაშვილმა ჯერ შარშან ახსენა და ამის მერე აიტაცეს ევროპელმა ლიდერებმა, ჩვენს მიერ გამოთქმული სრული ჭეშმარიტება. ამიტომ ძალიან რთულ მდგომარეობაშია ევროკავშირი. მის თავზე უკვე ბიაზი გასკდა, სადაცაა გრენლანდიაც ჩამოვარდება და ვიღაცას თავზე დაეცემა. ჩვენ ამას ყველაფერს ვუყურებთ გარედან - ოღონდ ჩასაფრებულის პოზიციიდან არა. შეიძლება, ჩვენ საუბარში ჯანსაღი ირონია იგრძნობა, ეს ბოროტი ირონია არაა. ჩვენ ამის შესახებ ვიცოდით თავიდანვე, - რომ ეს არის ხაფანგი. ეს არანაირად საქართველოს საკეთილდღეოდ, ჩვენს და ევროკავშირის შორის ურთიერთობის გამოსაჯანსაღებლად შემოღებული 12-პუნქტი არ არის. ეს არის ხაფანგი, რომელიც შემოაგდეს ევროკავშირში აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციიდან. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ დღეს ევროკომისიას, ევროკავშირს რომ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, ოღონდ სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით. საქართველოს უნდა მიენიჭოს ეს სტატუსი, (ეს ერთი წლით დაგვიანებული პროცესია, ჯანდაბა ველოდებოდით და დაველოდებით კიდევ). უბრალოდ არ ვურჩევთ, ევროკავშირს და ევროკომისიას აშშ-ს წაგებულ თამაშში კიდევ ერთხელ შესვლას, უკვე მათი გამოყვანა ამ მახიდან და ხაფანგიდან ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner