logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპულ ერებს შორის ჩვენი ადგილის დაბრუნება ქართველთა მრავალი თაობის ოცნება იყო და ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ამ ოცნების ასრულებისთვის
- +

14 ივნისი. 2023. 20:57

 

 

„იწყება ქართული კულტურის დიდი მოგზაურობა ბელგიასა და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ წელს „ევროპალია“ საქართველოს მიეძღვნება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - „ევროპალია-საქართველოს" პროგრამის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ღონისძიების ორგანიზებაში წვლილი შეიტანა.

 

„საქართველოს უძველესი ისტორია და მდიდარი კულტურა წარმოდგენილი იქნება ათეულობით გამოფენით, კონცერტით, თეატრალური წარმოდგენებით თუ ლიტერატურული საღამოებით. ქართული კულტურა ასეთი ყოვლისმომცველი მასშტაბით საზღვარგარეთ ჯერ არასდროს ყოფილა წარმოდგენილი. ეს ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას გავაცნოთ ერთ-ერთი უძველესი ისტორია და კულტურა ბრიუსელს და სხვა არაჩვეულებრივ ქალაქებს. ჩვენთვის ეს დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ევროპულ ერებს შორის ჩვენი ადგილის დაბრუნება ქართველების მრავალი თაობის ოცნება იყო და ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ამ ოცნების ასრულებისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner