logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, რაც საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყველაზე დიდი საგარეო პოლიტიკური მიღწევაა
- +

14 ივნისი. 2023. 21:09

 

 

„ევროპულ ერებს შორის ჩვენი ადგილის დაბრუნება ქართველების მრავალი თაობის ოცნება იყო და ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ამ ოცნების ასრულებისთვის საჭიროა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - „ევროპალია-საქართველოს" პროგრამის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, რაც საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყველაზე დიდი საგარეო პოლიტიკური მიღწევაა.

 

„ნამდვილად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ისეთი ისტორიული მნიშვნელობის ამოცანების შესრულება, როგორიცაა: ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მოპოვება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და გავხდით ერთ-ერთი ლიდერი იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც სურვილი აქვთ, გახდნენ ევროკავშირის წევრები. ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, რაც საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყველაზე დიდი საგარეო პოლიტიკური მიღწევაა. ამ ღირსშესანიშნავი გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ წლის ბოლომდე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.ა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner