5 სექტემბერს, 11:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია კინო და ტელეოპერატორების მე-6 საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს თვალის" შესახებ. ღონისძიებას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფესტივალის დამფუძნებელი ზურაბ გეგენავა, „პანასონიკის" პროფესიონალური ტექნიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიევსკი, სელექციის ჟიურის თავმჯდომარე ოთარ ლითანიშვილი და საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე სანდრო ვახტანგოვი.
„ოქროს თვალი 2016" 1-2 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმში გაიმართება. წელს, ფესტივალი სამ ძირითად ღონისძიებას აერთიანებს: კინო და ტელეოპერატორების მე-6 საერთაშორისო ფესტივალს, სამაუწყებლო ტექნიკის მესამე საერთაშორისო გამოფენასა და სატელევიზიო პროდუქციის გამოფენას.
სამაუწყებლო ტექნიკის მესამე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს ლიდერი სამაუწყებლო, კინო და რადიო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები (Panasonic, Canon, Sony, RTS, Evertz, LiveU, Manfrotto, Rosco, S-A-M, SoftLab, Fujinon, Egripment), ისინი ასევე ჩაატარებენ პრეზენტაციებს ტელევიზიების ტექნიკური პერსონალისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.
წელს, პირველად გაიმართება სატელევიზიო პროდუქციის გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს წამყვანი კონტენტის მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანიები: Discovery; Paramount, NBC UNIVERSAL, Flame Distribution, Russian Report, Igmar, FremantleMedia, Ignition, Intra Comunication, EendemolShineGroup, CTC Media, Team UEFFA.
„ოქროს თვალი 2016"-ის გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:
ჟიურის წევრები:
ფესტივალის სელექციის ჟიური:
ოთარ ლითანიშვილი - კინორეჟისორი, ქართული კინოს აღორძინების ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟიურის თავმჯდომარე;
მაია არჩვაძე - კინორეჟისორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი|შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პედაგოგი;
შაქრო ჯორჯაძე - კინორეჟისორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი|შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პედაგოგი;
ალექსანდრე ჟღენტი -კინორეჟისორი, სცენარისტი, აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სპორტული კინოსა და ტელევიზიის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი, საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატი.
ფესტივალის საერთაშორისო ჟიური:
კრისტოფერ კოპოლა - რეჟისორი, Plaster CITY Productions -ის პრეზიდენტი;
ბრუს ნიკოლსონი - ვიზუალური ხელოვნების სპეციალისტი;
კონსტანტინ კოჩუაშვილი - NTV-ს ტექნიკური ხელმძღვანელი;
სანდრო ვახტანგოვი -რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი, ოპერატორი, საერთაშორისო ჟიურის თავჯდომარე.
ოქროს თვალის ორგანიზატორები:
საქართველოს კულტურისა და ძეგლტა დაცვის სამინისტრო; ბათუმის მერია;
ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდი (IFIT);
გენერალური სპონსორი:
Panasonic
პლატინიუმ სპონსორი:
Canon
ოქროს სპონსორი:
LiveU
მხარდამჭერები :
Innovator LLC; Myvideo
მარიჯანის ქუჩა #2, 0186
საკონტაქტო პირი: ხარაზიშვილი თინი
ტელ : +995 557 19 19 72
ელ.ფოსტა tini@goldeneye.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფესტივალის ვებ-გვერდს: www.GOLDENEYE.GE