ავტორი სოფო ხუგოიანი
„თურმე როგორ შეიძლება „გაზპრომთან" საუბარი, როცა რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიკავა. მწვანილის, ღვინის გატანა შეიძლება და თუ ასე ვუდგებით, მაშინ თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული? ნებისმიერი წარმატებული პროექტი, რასაც აკეთებს ჩვენი ხელისუფლება კრიტიკის ქარცეცხლში ხვდება", - გოგი თოფაძის ამ განცხადებას, რომელიც დეპუტატმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გუშინ გააკეთა, მისი კოლეგა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია „რეპორტიორთან" აფასებს.
„თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ ამ განცხადებას ვემიჯნებით. ასეთი განცხადებები, ასეთ დროს და საერთოდ პარტნიორ ქვეყანაზე მიუღებელია. თოფაძეს ტექსტი სხვა მიმართულებით მიჰყავდა და ამაში სხვა აზრი იდო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო წამოცდენა და გამიზნულად არ უთქვამს. არ მგონია, რომ მას ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის წყენინება სურდა. ნამდვილად არ ჰქონდა გამიზნული აგრესიული განცხადების გაკეთება, მაგრამ შედეგი, სამწუხაროდ, ასეთი გამოვიდა", - ამბობს ალექსანდრე ქანთარია.
გოგი თოფაძის განცხადება იხილეთ ლინკზე
http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=1991