“როდესაც შენ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ავტორიტეტულ ორგანიზაცია აქვეყნებ პროგნოზს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებით და წერ, რომ ეკონომიკა გაიზრდება 3 %-ით და სინამდვილეში იზრდება 10 %-ით, შემდეგ წელს 4,2 % იყო პროგნოზი და გაიზარდა 10.1%-ით. რა თქმა უნდა, ეს ბუნდოვან კითხვებს აჩენს”, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ პროგნოზები ერთი მხრივ აფრთხობს ინვესტორებს და მეორეა, რომ ამ არაადეკვატურად დაბალი პროგნოზებით კნინდება საქართველოს ხელისუფლების მიღწევები.
„დაახლოებით 20 პუნქტით გაუფასურდა ლარი და ეროვნულ ბანკს საერთოდ არ ჰქონდა რეაქცია, მეტიც 2 ივნისს სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა შეისყიდა დოლარი, მიმოქცევიდან ამოიღო ის, რითაც კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი ლარის გაუფასურებას. რა თქმა უნდა, აქ ჩნდება ეჭვები, რატომ გადადგა ასეთი ნაბიჯები ეროვნულმა ბანკმა, რომელმაც დააზიანა საქართველოს ინტერესები“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.