logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ევროკავშირი, როგორც მშვიდობისა და სოლიდარობის პროექტი, საქართველოს რეალობაში ოპოზიციამ აქცია დაპირისპირებისა და არეულობის იარაღად
- +

15 ივნისი. 2023. 01:25

 

 

სამწუხაროდ, ევროკავშირი, როგორც მშვიდობისა და სოლიდარობის პროექტი, საქართველოს რეალობაში ოპოზიციამ აქცია დაპირისპირებისა და არეულობის იარაღად, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს პასუხისმგებლობა ევროკავშირმაც უნდა გააცნობიეროს.

 

„ეს ვნახეთ შარშან, ივნისში. გვახსოვს, როდესაც იყო გადაწყვეტილება [კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ], ზუსტად მეორე დღეს ამ საკითხში პოლიტიკურად განსაკუთრებით ჩართულმა რამდენიმე NGO-მ მოაწყო აქცია პარლამენტის წინ. ითხოვდნენ პარლამენტისგან მთავრობის გადაყენებას და იმას, რომ მათთან შეთანხმებით აგვერჩია მთავრობა. ნაცვლად იმისა, რომ თუნდაც ევროპული პერსპექტივის აღიარება ეზეიმა ამ NGO-ებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ევროპულ საქმეს ემსახურებიან, ეს პირდაპირ გამოიყენეს როგორც იარაღი, იმისთვის რომ დაემხოთ ხელისუფლება. ეს იყო ევროპული საკითხის ხელისუფლების შესაცვლელად გამოყენების პირველი მცდელობა. ვხედავთ, რომ ევროკავშირი რადიკალური ოპოზიციის და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების ხელში იქცა იარაღად. ამიტომ, მნიშვნელოვანია ევროკავშირმაც გააცნობიეროს ეს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner