logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დემარში ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც და მალევე სტრასბურგის სასამართლომ აჩვენა, რომ ეს დემარში თავისი შინაარსით იყო მცდარი, ზუსტად იგივე სიტუაციაა რუსეთთან ფრენების საკითხზეც
- +

15 ივნისი. 2023. 01:30

 

 

“რაც ყველგან იგრძნობა, ეს არის გააზრება იმის, რომ შარშან ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც სამეულის (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა) ლიდერი დაიჩაგრა - არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, არ იყო სამართლიანი”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ კუთხით ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან არის პოზიტიური განწყობა.

 

„დღეს ამას უკვე ყველა აღიარებს და ევროკომისიამაც იანვარში გამოქვეყნებული შეფასებით დაადასტურა, რომ საქართველო ამ სამეულში ლიდერია“, - აღნიშნა მან.

 

შალვა პაპუაშვილმა ევროინტეგრაციის კონტექსტში ასევე ისაუბრა რუსეთთან ფრენების აღდგენის საკითხზეც და განმარტა, რომ ეს ფაქტი არ იქნება ბარიერი იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

 

„როდესაც ჩვენ ამ საკითხზე ვსაუბრობთ [დასავლელ პარტნიორებთან] და ვხსნით სიტუაციას, ყველას ესმის და არავინ მოგვიწოდებს, რომ სანქცია დავუწესოთ რუსეთს და ავკრძალოთ ფრენები. რაც შეეხება დემარშს, ასეთი დემარში ჩვენ მანამდეც ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს ელჩები ჩააყენეს უხერხულ მდგომარეობაში, რადგან აბსოლუტურად დეზინფორმაციული დემარში იყო, რომელმაც გამოიწვია ერთადერთი, სახელმწიფოს დისკრედიტაცია, თითქოს პატიმრის მიმართ ხდება არასათანადო მოპყრობა და სულ რამდენიმე კვირა დასჭირდა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს ეჩვენებინა, რომ ეს დემარში მცდარი იყო თავისი შინაარსით. ზუსტად იგივე არის ფრენებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ელჩებს მოუწიათ ე.წ. დემარშის გადაცემა, რაც თავის შინაარსში მცდარია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner