logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ისინი დახურულ კარს მიღმა პარტნიორების დარწმუნებას იმაში კი არ ცდილობენ, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, არამედ გადარწმუნებას, ამბობენ რომ საქართველოში არის მძიმე სიტუაცია
- +

15 ივნისი. 2023. 01:37

 

 

ჩვენ ვამბობდით, რომ დახურულ კარს მიღმა [ოპოზიციის წარმომადგენლები] პარტნიორების დარწმუნებას კი არ ცდილობენ, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, არამედ გადარწმუნებას და ამბობენ რომ საქართველოში არის მძიმე და აუტანელი სიტუაცია, ახლა კი თავადაც ამტკიცებენ ამას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„ამას წინათ, „ლელოს“ წარმომდგენლები გერმანიაში იმყოფებოდნენ და შეხვედრები ჰქონდათ მათ შორის ბუნდესტაგში. პირდაპირ, ღიად დადეს განცხადებები საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე, რომ მათ საუბარი ჰქონდათ შეხვედრებზე თუ რამდენად მძიმე სიტუაციაა საქართველოში, რომ ხელისუფლებაა პრობლემური. ჩვენ კი გვიმტკიცებენ, რომ დადიან ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, იმისთვის რომ რეკლამა გაუწიონ საქართველოს და დაარწმუნონ პარტნიორები რომ ქვეყანას მისცენ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვამბობდით, რომ დახურულ კარს მიღმა ისინი დარწმუნებას კი არ ცდილობენ პარტნიორების, არამედ გადარწმუნებას იმით, რომ ამბობენ რომ საქართველოში არის მძიმე სიტუაცია, ახლა კი თავადაც ამტკიცებენ ამას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner