logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ყველასგან - ოპოზიციისგან, ევროკავშირისგან, ვითხოვთ სერიოზულ, კეთილსინდისიერ, სამართლიან მიდგომას საქართველოს მიმართ
- +

15 ივნისი. 2023. 01:48

 

 

“ჩვენ ყველასგან - ოპოზიციისგან, ევროკავშირისგან, ვითხოვთ სერიოზულ, კეთილსინდისიერ, სამართლიან მიდგომას საქართველოს მიმართ. არ შეიძლება ქვეყანა ასე ათამაშო - ხან უთხრა დეოლიგარქიზაცია, თქვა, რომ უკრაინული კანონი კარგია, საქართველო [უნდა] მიჰყვეს ამ მაგალითს, მერე თქვა, რომ შეიძლება სხვა მიმართულება იყოს. უნდა ჩამოყალიბდნენ”, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ რეკომენდაციის ირგვლივ გარკვეული ბუნდოვანება წარმოიშვა.

 

„ეს გაუგებრობა გამოიწვია თავად ევროკომისიამ. ეს უნდა აღიარონ უპირველეს ყოვლისა. როდესაც ვკითხულობდით, რა არის ნაგულისხმები ჩანაწერში დეოლიგარქიზაციის შესახებ, ვერავინ ვერაფერს ამბობდა. ამან გააჩინა ბუნდოვანება. ამ ბუნდოვანებას შემდეგ მოჰყვა ევროპარლამენტის რეზოლუციები, სხვადასხვა ევროპარლამენტარების განცხადებები. შემდეგ ევროკომისიის წარმომადგენლები გვეუბნებოდნენ, რომ პასუხისმგებლობას არ იღებენ ამ განცხადებებზე. ფაქტობრივად, აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც დეოლიგარქიზაცია, როგორც რეკომენდაცია ჩაიწერა და ევროკომისია არაფერს განმარტავდა და მეორე მხრივ, ეროპარლამენტარების ხელით თუ პირით ხან ბიძინა ივანიშვილზე ამბობდნენ, რომ ის უნდა იყოს ამის ობიექტი და ხან რას. ამიტომ ასე ქვეყნის მიმართ მოპყრობა არ შეიძლება.

 

ასეთი განცხადებები, რომ „არ ვგულისხმობთ პერსონალურად და ვენეციის კომისიის დასკვნას ვიზიარებთ“, არასერიოზულია, მაშინ, როდესაც თავად ევროპარლამენტარები აკეთებენ განცხადებებს „დებიძინიზაციაზე“ და ა.შ. კეთილი ინებოს ევროკომისიამ ან ევროკავშირის დელეგაციამ საქართველოში, გაემიჯნონ მაშინ ამ განცხადებებს. მაგრამ ასე სიტყვებით თამაში, რომ თან არც უნდათ ევროპარლამენტარზე რაღაც ზედმეტი ძვირი სიტყვა თქვან და თითქოს სისტემურ მიდგომას უჭერენ მხარს, ასე არ გამოვა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner