logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: არის 12 პუნქტში საკითხები, რომლებზეც დღესვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ძალიან პოზიტიური შეფასება. მაგალითად, ომბუდსმენის არჩევა
- +

15 ივნისი. 2023. 01:50

 

 

„არის ამ 12 პუნქტში საკითხები, რომლებზეც დღესვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ძალიან პოზიტიური შეფასება“, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ერთ-ერთი ასეთია ბოლო რეკომენდაცია, რომელიც ომბუდსმენის არჩევას ითვალისწინებს.

 

„ომბუდსმენის არჩევანის პირდაპირ საბოტაჟს აკეთებდა არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ NGO-სექტორიც. გვახსოვს, პირდაპირ მუქარა იყო პარლამენტის წევრებზე. სამწუხაროდ, არცერთი დონორის რეაგირება არ გვინახავს დღემდე იმ NGO-ებზე, რომლებსაც ისინი აფინანსებენ და რომლებმაც გაბედეს საქართველოს პარლამენტის წევრებზე ზეწოლა. ომბუსდმენის არჩევიდან დაწყებული, გაგრძელებული სხვა რეკომენდაციებით, რომლებიც შეეხება გენდერულ საკითხებს, საარჩევნო რეფორმას, ანტიკორუფციულ რეფორმებს, ორგანიზებულ დანაშაულს, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებას ჩვენი მართლმსაჯულების სისტემაში - ამ საკითხებზე უკვე გვაქვს პირველადი პოზიტიური შეფასებები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner