logo_geo
eng_logo
სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბერბუკის ქუჩის N7-ში რეკრეაციული სივრცე მოეწყო
- +

15 ივნისი. 2023. 12:34

 

 

თბილისის მერის გადაწყვეტილებით, სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბერბუკის ქუჩა N7-ში, 900 კვ.მ ფართობზე მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა განხორციელდა. შედეგად, ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო.

 

საბურთალოს გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, LED განათების ქსელი დამონტაჟდა, ასევე, საპარკო სკამები და საფეხმავლო ბილიკები მოეწყო.

 

სამუშაოების შედეგად, დაირგო 53 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. მოეწყო სარწყავი სისტემა და 550 კვადრატულ მეტრზე ჰიდროთესვის პრინციპით ბალახი დაითესა.

 

პროექტის ღირებულება 274 704 ლარია, რომელიც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და შპს „ლაგომ“ შეასრულა.

 

დასრულებული სამუშაოები რაიონის გამგებელმა გიზო ვასაძემ დაათვალიერა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner