logo_geo
eng_logo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და „საქართველოს გენერალთა კლუბს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- +

15 ივნისი. 2023. 13:03

 

 

მიმდინარე წლის 15 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ „საქართველოს გენერალთა კლუბს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის მიზანია, მხარეებს შორის დამყარდეს მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფს იმ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, რაც დაკავშირებული იქნება ძალოვანი უწყებების განვითარებასა და მომავალ თაობებში უმაღლესი სახელმწიფო წოდების - „გენერლის“პოპულარიზაციასთან; ხელს შეუწყობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველ გენერალთა ისტორიის (ბიოგრაფიის) გაცნობას; თადარიგში მყოფ გენერალთა აქტიურ მონაწილეობას და მათი გამოცდილების გაზიარებას საქართველოს სამხედრო აღმშენებლობის საკითხებში; არსებული სამხედრო-ისტორიული და სამეცნიერო პოტენციალის შესწავლაში გენერალთა ჩართულობას; სამხედრო ისტორიის პრობლემებზე სამეცნიერო, კვლევითი, საგანმანათლებლო, საინფორმაციო-ანალიტიკური პროექტების შექმნაში, განხორციელებასა და მათ რეალიზებაში გენერალთა აქტიურ მონაწილეობას; მომავალი თაობების სამხედრო-პატრიოტული აღზრდის მიზნით გენერალთა შეხვედრებს მოსწავლეებთან სკოლებში, კადეტებთან ლიცეუმებში და სტუდენტებთან უმაღლეს სასწავლებლებში.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და ა(ა)იპ „საქართველოს გენერალთა კლუბის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მალხაზ ჩიხლაძემ. მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner