logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დღეს „ნაცმოძრაობა“ ვითომ აღარ უჭერს მხარს პერსონალიზებულ მიდგომას, მაგრამ სინამდვილეში, მათ დღემდე აქვთ დაინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სწორედ პერსონალიზებულ მიდგომას
- +

15 ივნისი. 2023. 13:41

 

 

„საინტერესოა, დღეს „ნაცმოძრაობა“ ვითომ აღარ უჭერს მხარს პერსონალიზებულ მიდგომას, მაგრამ სინამდვილეში, მათ დღემდე აქვთ დაინიცირებული, ეს არის აქტიური ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სწორედ პერსონალიზებულ მიდგომას. აქაც გაიჭედნენ ისინი,“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

 

კობახიძის თქმით, იკვეთება კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები.

 

„საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ერთ მხარეს არის ევროკომისიის რეკომენდაცია, მეორე მხარეს ვენეციის კომისიის პოზიცია, მესამე მხარეს ნაცმოძრაობის პოზიცია. ისინი თან ამბობენ, რომ ერთმანეთთან არიან თანხვედრაში, თან გამოდის, რომ სხვადასხვა მხარეს არიან. გაუგებარია, თან აკრიტიკებ პერსონალიზებულ მიდგომას და თან შენ თვითონ გაქვს დაინიცირებული კანონპროექტი პერსონალიზებული მიდგომით. აქ თავადაც ხედავთ, რომ არის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner