logo_geo
eng_logo
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფელ ოკამში გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
- +

15 ივნისი. 2023. 14:03

 

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფელ ოკამში სოფლის ეკლესიასთან მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ზურაბ გელიტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილზე გაეცნენ.

 

აღნიშნული გზით, რომლის სიგრძეც 290 გრძივი მეტრია, 80-მდე ოჯახი სარგებლობს. გზა, ასევე, სოფლის სასაფლაომდე მისასვლელიცაა.

 

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება, რომელსაც ი/მ დავით სუხაშვილი ახორციელებს.

 

„დამრეცი გზა მოსახლეობასა და ტრანსპორტს საშიშროებას უქმნიდა, განსაკუთრებით კი ნალექიან ამინდში. გამართული ინფრასტრუქტურა კი უზრუნველყოფს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას“, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner