მოქალაქეებმა ბათუმობის ქოლგები მოიპარეს.
რამდენიმე მოქალაქემ ფერადი ქოლგები მავთულებზე დანის საშუალებით მოხსნა და წაიღო. გავრცელდა ფოტო მასალაც. ბათუმობის ორგანიზატორები ამბობენ, რომ დარჩენილ ქოლგებს ხვალ ჩამოხსნიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი დატოვება ერთი კვირის განმავლობაში იყო დაგეგმილი.