logo_geo
eng_logo
რა ვითარებაა ამ დროისთვის გურჯაანში, სადაც ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე სოფელი დატბორა
- +

15 ივნისი. 2023. 20:26

 

 

უკვე რამდენიმე საათია გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. მდინარე ნავთისხევი ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და როგორც შიდა, ასევე ცენტრალური მაგისტრალები დატბორა.

 

დაზიანებულია 20-მდე ავტომანქანა. ნაწილი დატბორილი ტერიტორიიდან უკვე გატანილია.

 

განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა გურჯაანის ცენტრში. ათობით მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, რომელიც ცენტრალური მაგისტრალის გაწმენდას ცდილობს. ადგილზე ასევე არიან მეხანძრე-მაშველებიც, რომლებსაც დატბორილ ტერიტორიებზე, მათ შორის სახლებში წყალს ტუმბავენ.

 

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს უშუალოდ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ხელმძღვანელობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner