უკვე რამდენიმე საათია გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. მდინარე ნავთისხევი ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და როგორც შიდა, ასევე ცენტრალური მაგისტრალები დატბორა.
დაზიანებულია 20-მდე ავტომანქანა. ნაწილი დატბორილი ტერიტორიიდან უკვე გატანილია.
განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა გურჯაანის ცენტრში. ათობით მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, რომელიც ცენტრალური მაგისტრალის გაწმენდას ცდილობს. ადგილზე ასევე არიან მეხანძრე-მაშველებიც, რომლებსაც დატბორილ ტერიტორიებზე, მათ შორის სახლებში წყალს ტუმბავენ.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს უშუალოდ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ხელმძღვანელობს.