logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა
- +

15 ივნისი. 2023. 20:59

 

 

აჭარის მუნიციპალიტეტებში 2024-2027 წლებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის  133,6 მლნ. ლარი დაიხარჯება.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის საქმიანობის წლის ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარე  მასშტაბურ სპორტულ, ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, რაც მისივე განცხადებით პოზიტიურად აისახება  როგორც სპორტულ მიღწევებზე, ისე ჯანსაღი ცხოვრების წესზე და მნიშვნელოვნად ვითარდება სპორტული ტურიზმი.

 

სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის მხოლოდ 2023 წელს 155 მლნ. ლარი დაიხარჯება. აჭარაში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 10-მდე მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხორციელდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშენდა ბათუმის სტადიონი, ბათუმის სპორტული კომპლექსი, სრულდება ჩაქვის ძალოსანთა ბაზა, დასრულდა შუახევში ფიფას სტანდარტების სტადიონი.

 

2023 წელს დაგეგმილია ახალი პროექტების, ხელვაჩაურის სასპორტო კომპლექსის, ფიფას სტანდარტის „მაჭახელას“ საფეხბურთო სტადიონის, ჭადრაკის სასახლის, ქედის სასპორტო კომპლექსის, საფეხბურთო კლუბ „ბეთლემის“ საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა.

 

2023 წელს დაგეგმილია ასევე, ყინულის არენის და საცურაო აუზის, ქობულეთის სასპორტო კომპლექსის, ბათუმის საჩოგბურთო კორტების, ფურტიოს სარაგბო მოედნის, ხუცუბნის სარაგბო მოედნის მშენებლობები.

 

მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2024-2027 წლებში - 133,6 მლნ. ლარი დაიხარჯება.

 

მთავრობის მეთაურმა სპორტში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა - 2022 წელი განსაკუთრებული იყო სპორტისათვის - საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა აჭარიდან საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მოიპოვეს 300-მდე მედალი, მათ შორის არიან 8 მსოფლიო ჩემპიონი, 9 ევროპისა და 79 საქართველოს ჩემპიონი.

 

მნიშვნელოვნად გაიზარდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებისა და პრიზიორებისათვის გასაცემი ერთჯერადი ჯილდოების რაოდენობა. მთლიანი საპრიზო ფონდის მოცულობა 400 ათასი ლარის ნაცვლად განისაზღვრა ერთი მილიონი ლარით.

 

2023 წელს რეგიონი მასპინძლობს არაერთ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას. 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში. ბათუმში გაიმართება რამდენიმე მატჩი, მათ შორის ფინალი. მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭადრაკში. მსოფლიო თასი ფარიკაობაში. გაიმართა ღია საერთაშორისო ტურნირი კონტაქტურ კარატეში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner