logo_geo
eng_logo
სვანეთის საერთაშორისო კინო-ფესტივალი 2023
- +

15 ივნისი. 2023. 22:48

 

 

 

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი 2021 წელს დაარსდა.  ფესტივალი, რომელიც ერთ ერთი მნიშვნელოვანი  კულტურული მოვლენაა საქართველოში  რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა და პროდიუსერმა  თეიმურაზ ჩხვიმიანმა დაარსა…

  

წელს, 20-27 ივლისს, მესტია სვანეთის ფესტივალის მესამე გამოშვვებას უმასპინძლებს.

 

სვანეთის კინოფესტივალის  ახალგაზრდა გუნდი აქტიურად მუშაობს, რომ ფესტივალი ყოველ წლიურად განვითარდეს, გაიზარდოს და მოთხოვნადი გახდეს, როგორც საქართველოში ისე მსოფლიოში.

  

ფესტივალის მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე. ამიტომაც ფესტივალი ფოკუსირებულია ინდუსტრიული მიმართულების გაძლიერებაზე. 

 

აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ფესტივალმა 2021/2022 წელს ახალგაზრდა რეჟისორებს დაუჭირა მხარი, რომლებიც ანვითარებდნენ თავიანთ პროექტებს. 

 

ამიტომაც ფესტივალი მოხარულია, რომ წელს მესამედ ჩაატარებს Pitching forum კონკუსს, სადაც გაიცემა ფულადი ჯილდოები პროექტის განვითარებისათვის. საუკეთესო პრეზენტაციის ავტორს გადაეცემა დამოუკიდებელი კინოპროექტის / Independent film project ჯილდო 5000 ლარი , ხოლო საუკეთესო ქალი რეჟისორის პროექტს კი გადაეცემა 3000 ლარი - საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდო.

  

მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ ფესტივალის მესამე გამოშვებას ახალი აქტივობა დაემატა Work in progress კონკურსი, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეჟისორებს თავიანთი მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმებით, რომლებიც პოსტ -პროდუქციის ბოლო ეტაპზე აქვთ, აღნიშნულ კონკურსზე გაიცემა ფულადი ჯილდოები, არებატო ფილმების /Arrebato films  ჯილდო 10 000 ლარი და 1TV ჯილდოები 5000 და 2000 ლარი. 

 

-მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში 20 მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეირჩევა, სადაც რამდენიმე ნომინაციაში გაიცემა ქალღლერთი დალის პრიზები; საუკეთესო ფილმი, სააუკეთესო რეჟისორის პრიზი და საუკეთესო ოპერატორის პრიზი.

 

-სეტის მოედანზე ყოველდღიურად მოეწყობა თანამედროვე სრულმეტრაჟიანი ფილმების გარე ჩვენებები, სადაც 200-ზე მეტ ადამიანს ექნება დასწრების საშუალება.

 

წლევანდელი ფესტივალის სტუმრების ვინაობა უკვე ცნობილია. ფესტივალზე ჩამოვლენ:

 

 

მერაბ ნინიძე- მსახიობი ფესტივალის განსაკუთრებული სტუმარია, რომელიც  სპეციალურად ფესტივალისთვის ჩამოვა საქართველოში.

 

ლევან კოღუაშვილი- რეჟისორი

 

გიორგი ოვაშვილი -რეჟისორი

 

და სხვები:

 

ასევე უცხოეთიდან ჩამოვლენ :

 

Ida Makarevic - ალჯაზირას ტელევიზია

 

Heidi Zwicker – სანდესის საერთაშორისო კინოფესტივალის საერთაშორისო მხატრული ფილმების მთავარი პროგრამერი

 

Sudeep Sharma –სანდესის საერთაშორისო კინოფესტივალის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების მთავარი პროგრამერი

 

Yorgos Krassakopoulos- რეპორტერი : Athens Voice , flix.gr , თესალონიკის კინოფესტივალის პროგრამერი.

 

Hossein Eidizadeh – ირანელი ჟურნალისტი, კრიტიკოსი , რომელიც აქვეყნებს სტატიებს შემდეგ პლატფორმებზე Sight & SoundSenses of Cinema8 ½ MagazineKinoscopeKeyframeMUBI Notebook and Indiewire.

 

Tesson Charles- კანის კინოფესტივალის კრიტიკოსი, French film magazine რედაქტორი.

 

Edvinas Putska- ჟურნალისტი , A კლასის ტალინის კინოფესტივალის და ევროპული კინო  აკადემიის პროგრამერი;  

 

2023 წლის მხარდამჭერები : კინოცენტრი,მესტიის მუნიციპალიტეტი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, USAID-ი, დამოუკიდებელი კინოპროექტი, Arrebato film, საზოგადოებრივი მაუწყებლი, დამოუკიდებელი კინოპროექტი, სასტუმრო  „ფოსტა“, „თელიანი ველი“, ფრანგული ინსტიტუტი, ოლპრინტი, და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით წელს  მესამედ ჩავატარებთ სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს, სადაც 100 ზე მეტი პროფესიონალი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი გააშუქდება ქართულ და უცხოურ მედიაში.

 

ფესტივალზე გავლენიან კინემატოგრაფისტებთან და  A კლასის კინოფესტივალის მთავარ პროგრამერებთან ერთად ჩამოვლენ სხვადასხვა ქვეყნის კინოინდუსტრიაში მომუშავე ცნობილი პრესის წარმომადგენლები, რომლებიც ფესტივალთან ერთად სვანეთზეც დაწერენ სტატიებს. 

 

ჩვენს მიერ მოწვეული საერთაშორისო პრესა  პროფესიონალურ დონეზე შეაფასებს ფესტივალს, რაც მის სწრაფ პოპულარიცაზიას შეუწყობს ხელს და რა თქმა უნდა, ფესტივალის პოპულარობა ნიშნავს, სვანეთის, საქართველოს პოპულარულობას და ინტერესს საერთაშორისო დონეზე. პრესის წარმომადგენლები ფესტივალთან ერთად სვანეთზეც დაწერენ სტატიებს და მოუწოდებენ რეჟისორებს, რომ ფილმები სვანეთში გადაიღონ. 

 

გასულ წელთან შედარებით წელს 10 -ჯერ მეტი ფილმი იგზავნება სვანეთის ფესტივალზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ფესტივალს უკვე აქვს დიდი საერთაშორისო ინტერესი.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner