„რადიკალურ ოპოზიციას არ წარმოუდგენია, არ აქვს შეგნებული და გააზრებული, თუ რამხელა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას საქართველო და რაოდენ მნიშვნელოვანია, ჩვენ, ყველამ ერთიანად ვიმოქმედოთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მორიგ ჯერზე ისინი საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს აყენებენ და პოლიტიკური ინტერესი არის ერთი: საქართველოში არ უნდა იყოს არაფერი და არავინ, თუ ისინი არ იქნებიან ხელისუფლებაში“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, პირველი რეკომენდაცია, რომელიც დეპოლარიზაციას უკავშირდება, სამწუხაროდ, შეუსრულებელი იქნება.
„ამის მხოლოდ ერთადერთი მიზეზი არსებობს - ოპოზიციის არაადეკვატურობა, რადიკალურობა და ექსტრემიზმი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.