logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ჯერ კიდევ ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს აქვს არასწორი შეფასება, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე და სამწუხაროდ, ამის ფონზე უჭირთ იმ პროგრესის დანახვა, რომელიც 2012 წლის შემდგომ არის
- +

15 ივნისი. 2023. 23:35

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი არ ეთანხმება ევროპელი პოლიტიკოსების მოსაზრებას, რომ საქართველოს ხელისუფლებას ანტიდასავლური რიტორიკა აქვს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

 

„ვერავინ მომიყვანს ვერცერთ ციტატას, სადაც ჩვენი პოლიტიკური ძალის ლიდერები რაიმეს ანტიდასავლურს ამბობენ, მაგრამ თუ ჩვენი პოლიტიკური ძალის ლიდერები კითხვას სვამენ ზოგიერთი პოლიტიკოსების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ეს ჩვენი ლეგიტიმური უფლებაა. ეს არ უნდა იყოს აღქმული როგორც ანტიდასავლური განცხადებები. არ უნდა აღიქვამდეს ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსი, რომლის მოსაზრებითაც ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის პრობლემა, ხოლო დავით კეზერაშვილი ამ ქვეყნის კეთილი მომავალი.

 

არ უნდა აღიქვამდეს, რომ ამას რომ გავაკრიტიკებთ, ეს არის ინსტიტუციის დაზიანება, ევროპარლამენტს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. ეს მარტო ჩვენი აღქმა არ არის, ეს არის მილიონობით საქართველოს მოქალაქის აღქმა. წარმოუდგენელია ევროპული ქალაქებიდან არჩეულ დეპუტატებს უკეთესი წარმოდგენა ჰქონდეთ პირობითად, თუ რა ხდება ზუგდიდში, გურჯაანში, ან ლაგოდეხში. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჯერაც კი ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს აქვს მცდარი და არასწორი შეფასება იმისა, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე და სამწუხაროდ, ამის ფონზე უჭირთ იმ პროგრესის დანახვა, რომელიც 2012 წლის შემდგომ არის“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner