logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: არ იქნება სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მხოლოდ 12 რეკომენდაციაზე დამოკიდებული - ვხედავთ, რომ რეალურად არის დანახული პროგრესი, რომელსაც ჩვენ ვაჩვენებთ
- +

15 ივნისი. 2023. 23:38

 

 

„არ იქნება სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მხოლოდ 12 რეკომენდაციაზე დამოკიდებული, ისე როგორც შარშან, ეს რეკომენდაცია არ ეყრდნობოდა იმ შედეგებს, რასაც აჩვენებდა სახელმწიფო, არამედ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილების კონტექსტში გათვალისწინებულია ბევრი სხვა ფაქტორიც. გეოპოლიტიკური ფაქტორიც და ვნახეთ არაერთი განცხადება მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ძალიან მაღალი თანამდებობის პირებისგან.

 

„ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს ევროკავშირმა და ეს იქნება სიგნალი, რომელსაც წაიკითხავს და აღიქვამს აბსოლუტურად ყველა, მათ შორის რუსეთის ფედერაცია. ჩვენ გვჭირდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. დღესდღეობით, რაც ჩვენ სიგნალები გვაქვს ჩვენ მზაობას ვხედავთ, ასევე ვხედავთ, რომ რეალურად არის დანახული პროგრესი, რომელსაც ჩვენ ვაჩვენებთ, თუმცა არ მინდა წინასწარ მტკიცებით ვთქვა რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნება, ან სხვაგვარი“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner