„ოპოზიციის მავნებლურ კამპანიას რა თქმა უნდა, შედეგი აქვს. მავნებლური კამპანიის - მათი კონტაქტების, მეგობრების, ლობისტებისა და მათ მიერ გადახდილი ფულის შედეგია ის, რასაც ჩვენ ვხედავთ!, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„წარმოუდგენელია, ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რომ საქართველომ აღქმებზე უნდა იზრუნოს. ნებისმიერმა ევროპელმა პოლიტიკოსმა დამისახელოს ნებისმიერი ევროპული ან საერთაშორისო რეიტინგი, სადაც საქართველოს რეგრესი აქვს. არ არსებობს ასეთი. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ თავიანთი აღქმები დააყრდნონ ფაქტებს, “, - განაცხადა ჩიქოვანმა.