logo_geo
eng_logo
სოსო გიორგაძე: იმ ქვეყნებში, რომლებიც პირდაპირ შეიძლება არ იყოს მიერთებული „ლისაბონის ხელშეკრულებას“, დამატებითი ხელშეკრულებებით ვცდილობთ დავიცვათ ქართული პროდუქტები გაყალბებისგან
- +

16 ივნისი. 2023. 00:39

 

 

„საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ საქპატენტი ახორციელებს დამატებით სამუშაოებს იმისთვის, რომ ქართული პროდუქტები გაყალბებისგან დაიცვას.

 

„არსებობს სხვადასხვა ტიპის შეთანხმებები და ყველაზე პოპულარული, ცნობილი და გავრცობილი არის „ლისაბონის ხელშეკრულება“, რაც გულისხმობს საერთაშორისო დაცვას გეოგრაფიული აღნიშვნების. გარდა ამისა საქპატენტი ახორციელებს დამატებით სამუშაოებს იმისთვის, რომ ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების ერთი მხრივ პოპულარიზაცია მოხდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მეორეს მხრივ, სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენი პროდუქტები იყოს დაცული გაყალბებისგან. იმ ქვეყნებში, რომლებიც პირდაპირ შეიძლება არ იყოს მიერთებული „ლისაბონის ხელშეკრულებას“, დამატებითი ხელშეკრულებების, მემორანდუმების დონეზე და მომსახურების შესყიდვით ვცდილობთ დავიცვათ მაქსიმალურად ქართული პროდუქტები გაყალბებისგან“, - განაცხადა სოსო გიორგაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner