logo_geo
eng_logo
სოსო გიორგაძე: გეოგრაფიული აღნიშვნების მატარებელი პროდუქტები განიხილება, როგორც ეკონომიკურად ყველაზე მდგრადი პროდუქტი
- +

16 ივნისი. 2023. 00:59

 

 

საქართველომ და „საქპატენტმა“ უმასპინძლა გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმს უმასპინძლა, რომელშიც მსოფლიოს 62 ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, 600-ზე მეტი ადამიანი კი მთელი მსოფლიოდან ონლაინ იყო ჩართული, - ამის შესახებ „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესოდ ორგანიზებული სიმპოზიუმი, როგორც ეს მსოფლიო ორგანიზაციამ შეაფასა.

 

„გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება დაკავშირებულია ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ უნიკალურ პროდუქტებთან. ეს უნიკალური პროდუქტები აუცილებლად დაკავშირებულია ამ ქვეყანასთან და კონკრეტულ გეოგრაფიულ მდებარეობასთან. გეოგრაფიული აღნიშვნების მატარებელი პროდუქტები განიხილება, როგორც ეკონომიკურად ყველაზე მდგრადი პროდუქტი, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო ბაზარზე“, - განაცხადა გიორგაძემ.

 

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში 64 პროდუქტია რეგისტრირებული და მათგან 28 ღვინოა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner