ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანტრანსპორტიორს და ოთხი „ლეოპარდის“ ტიპის ტანკს გადასცემს, – ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა რამშტაინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.
ამასთან, ესპანეთი უკრაინას საველე ჰოსპიტალსაც გადასცემს. უკრაინელი სამხედროები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან საავადმყოფოს ფუნქციონირებაზე, საჭირო მომზადებას ესპანეთში გაივლიან.
ესპანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყნის უკრაინისადმი მხარდაჭერა ხანგრძლივი მშვიდობისკენ სწრაფვაში ურყევი დარჩება, ვიდრე საჭირო იქნება.