ექსპერტი ნინო ფოჩხუა „New York Times“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ამერიკული კომპანიები რუსულ ბირთვულ სააგენტოს მილიარდობით დოლარს უხდიან.
ექსპერტის თქმით, მაშინ როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომისკენ არის მიმართული, ამ დროს აშშ რუსეთს მილიარდობით დოლარს უხდის.
„მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიმართულია რუსეთ-უკრაინის ომისკენ, ცეცხლშია გახვეული ევროპის შუაგული, იხოცებიან უდანაშაულო ადამიანები, მიწასთანაა გასწორებული უკრაინა, ამ ომიდან გამომდინარე კი ზარალდებიან ქვეყნები, აშშ-ს რუსეთიდან არც კი შეუწყვეტია ურანის შესყიდვა და მილიარდობით დოლარს უხდიან ქვეყანას, რომლის პრეზიდენტს საერთაშორისო ტერორისტს ეძახიან. აი, ეს არის სიმართლე და ყველამ უნდა გაუსწოროს ამ სიმართლეს თვალი. ამას „New York Times“ აქვეყნებს და არა რაღაც ფეიკ-გამოცემა. ასე რომ, ჩვენი ხელისუფლება სწორ მხარეს დგას და ასეც გაგრძელდება, სხვის ურთიერთობებში, მით უმეტეს ომში, არ ჩაერევა და შეინარჩუნებს სტაბილურობას და მშვიდობას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.