logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: ვიცი, რომ არის ხალხი, ვისაც არ უნდა ჩემი დანახვა მომავალ პარლამენტში
- +

4 სექტემბერი. 2016. 22:06




პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი განცხადებას ავრცელებს:



„ვიცი, რომ არის ხალხი, ვისაც არ უნდა ჩემი დანახვა მომავალ პარლამენტში (და არც დღევანდელ საქართველოში). მინდა თანამოქალაქეების ამ ნაწილს ვამცნო, რომ ჩემი მრავალრიცხოვანი კონკურენტები საბურთალოს #6 საარჩევნო ოლქში საამისოდ ძალ-ღონეს არ იშურებენ და მათ კამპანიებში ჩართვით (თუ ჯერ არ ბრძანდებიან ჩართულნი) შეუძლიათ საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ მეტად საშურ საქმეში...

 

ისიც ვიცი, რომ თანამოქალაქეების მეორე ნაწილის აზრით, ქვეყნისთვის ურიგო არ იქნება, თუ მომავალ 150 დეპუტატიან პარლამენტში მეც ვიქნები წარმოდგენილი. მინდა მათ მადლობა მოვახსენო ნდობისთვის და თან შევახსენო, რომ საბურთალოს ყველა ამომრჩეველი მათსავით არ ფიქრობს და ამიტომ წარმატება სულაც არ არის გარანტირებული. მეტიც, ამ არჩევნებში დამარცხებული უსუფაშვილის ხილვა ბევრისთვის იმდენად სანუკვარი არა მხოლოდ პოლიტიკური ოცნებაა, რომ საამისოდ ყველა სახის რესურსის განსაკუთრებული მობილიზება ხდება.

 

პატივცემულო გულშემატკივრებო და მხარდამჭერებო, ჩვენს გამარჯვებას სჭირდება ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება დღესვე, და არა მხოლოდ 8 ოქტომბერს. გთხოვთ, დაუყოვნებლივ შემოუერთდეთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას და თქვენთვის მისაღები ფორმით და ინტენსივობით ჩაერთოთ საქმეში, რომელსაც ამქვეყნად და ამ ქვეყნისთვის თქვენი საკეთებლის ერთ მცირე ნაწილად ჩათვლით.

 

დაგვიკავშირდით საარჩევნო ოფისში მიცკევიჩის . #18, ოფისის ტელეფონზე 593 988884, facebook-ის ამ გვერდზე ან თქვენთვის მოსახერხებელი სხვა საშუალებით."- აღნიშნავს უსუფაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner