logo_geo
eng_logo
ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
- +

16 ივნისი. 2023. 11:58

 

 

ჯარისკაცის მდგომარეობა, რომელსაც ახალციხეში მეხი დაეცა, მძიმეა. ჯარისკაცი უგონო მდგომარეობაში, გულის გაჩერებითა და დამწვრობით ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს.

 

როგორც დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, ჯარისკაცის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

„ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს გუშინ ღამით, გადმოყვანილი იქნა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლიდან რეანიმობილით. მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია. სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად მიიღო დაზიანება. დამწვრობა აღენიშნება მკერდის წინა ზედაპირზე, ქვემო კიდურებზე და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სამწუხაროდ, საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს მიღებული“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

 

გუშინ, 15 ივნისს ახალციხეში, ორფოლის პოლიგონზე ჯარისკაცს მეხი დაეცა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ მოკვლევა დაიწყო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner