logo_geo
eng_logo
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
- +

16 ივნისი. 2023. 12:00

 

 

კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

 

მსმენელებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საჯარო სამსახურში კორუფციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე. კერძოდ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენციული ღონისძიებები, ინტერესთა შეუთავსებლობა, მამხილებელთა დაცვის მექანიზმი, ზოგადი ანტიკორუფციული კონცეფცია, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება. შეხვედრის დასასრულს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მსმენელებთან ერთად კონკრეტული საქმეებიც განიხილეს.

 

ღონისძიება ანტიკორუფციული სააგენტოს კორუფციის პრევენციის სამსახურის უფროსმა ბექა ბერიძემ და ანტიკორუფციული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსმა გიორგი ღელაღუტაშვილმა გახსნეს.

 

ანტიკორუფციული სააგენტოს ექსპერტებთან ერთად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარა ევროპის საბჭოს ექსპერტმა, დოქტორმა კოსტანტინო გრასომ.

 

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის (PGGIII) პროექტის ფარგლებში - „ საქართველოში კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და ბრძოლის ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების კონსოლიდაცია და გაძლიერება“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner