logo_geo
eng_logo
პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, დაცული ტერიტორიების კონცეფციის სამუშაო დოკუმენტი საკონსულტაციო შეხვედრაზე განიხილეს
- +

16 ივნისი. 2023. 12:09

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მასში შემავალი შესაბამისი უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, დაცული ტერიტორიების კონცეფციის სამუშაო დოკუმენტი მეორე საკონსულტაციო შეხვედრაზე განიხილეს. აღნიშნულ პროექტს სამინისტრო შვედეთის სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 2021 წლიდან ახორციელებს.

 

კონცეფციის დოკუმენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომზადდა. დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვის შემდგომ, დაინტერესებულმა მხარეებმა წერილობით წარმოადგინეს მოსაზრებები და კომენტარები, რომელთა განხილვას  მეორე საკონსულტაციო შეხვედრა დაეთმო.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსის, კარლო ამირგულაშვილის განცხადებით, აღნიშნული კონცეფცია იქნება საქართველოში დაცული და სხვა კონსერვაციული ტერიტორიების პოლიტიკის მთავარი დოკუმენტი.

 

„საქართველოს დაცული ტერიტორიების კონცეფცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დაცული ტერიტორიების კანონმდებლობის დახვეწას, ჰარმონიზაციაში მოიყვანს სამართლებრივ ნორმებს შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან, რაც ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების მართვისა და მმართველობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძემ.

 

პროექტის ,,გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" მთავარი მიზნები ბიომრავალფეროვნების დაცვა, შენარჩუნება, აღდგენა და სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner